ვასაძე და დუგინი - შეხვედრა მოსკოვში და გამოხმაურებები თბილისში

გამოქვეყნდა:

კრემლის კიდევ ერთი გეგმა საქართველოს წინააღმდეგ - პუტინის რეჟიმი ლევან ვასაძის ფიგურას ააქტიურებს და ქართულ პოლიტიკაში ცვლილებების განხორციელებას გეგმავს. მოსკოვში გამართული შეხვედრა იმპერიალიზმის მთავარ იდეოლოგთან და შემდეგ ალექსანდრ დუგინის განცხადებები სატელევიზიო ეთერში ადასტურებს - "ერთობა, რაობა იმედის" დამფუძნებელმა, მუდმივად პოლიტიკური ამბიციების მქონე და ცოტა ხნის წინ პოლიტიკაში მოსულმა ლევან ვასაძემ მოსკოვში ნებართვა მიიღო და ახლა უკვე აქტიური მოქმედებებისთვის ემზადება. 

ბელგიურ რესტორანში კრემლის მთავარ პროპაგანდისტთან ვასაძის  პირისპირ აუდიენცია მთავარმა არხმა ექსკლუზიურად გადაიღო, კადრში ისიც ჩანს, რომ ვახშმის თანხა თავად ქართველმა რაინდმა გადაიხადა. მოძრაობა "ერის" ლიდერს ამ დრომდე კითხვებზე პასუხის გაცემა არ სურს.

ოკუპანტ ქვეყანასთან მჭიდრო თანამშრომლობაში პრობლემას ვერ ხედავს ლევან ვასაძის თანამებრძოლი. კოკა მორგოშიასთვის გაუგებარია, რატომ გახდა განხილვის თემა რაინდის მოსკოვში ვიზიტი და დაგვიანონსა, რომ სამომავლოდ მათი ურთიერთობები რუსეთთან კიდევ უფრო გაღრმავდება.

მმართველი პარტია რუსული ძალების გააქტიურებაზე პასუხისმგებლობას სრულად იხსნის.

მმართველი გუნდის ზოგიერთი ლიდერი, კითხვებს საერთოდ გაურბის, ზოგი კი ღიად პრორუსული ძალის საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნის საჭიროებას ხედავს.

ვასაძის მოსკოვში ვიზიტი არ გაკვირვებიათ ოპოზიციაში. მათი ნაწილი იმასაც ამბობს, რომ რაინდი ვასაძე შესაძლოა ქართული ოცნების სატელიტი პროექტი იყოს.

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი