პრეზიდენტის ხსენება გულისხმობდა, რომ შეწყალების მექანიზმი იქნებოდა გამოყენებული - ჩუგოშვილი

გამოქვეყნდა:

დიდი პოლიტიკური გადაგდების მეორე სეზონი ბიძინა ივანიშვილმა გახსნილად გამოაცხადა. ამჯერად ოლიგარქის პარტია, საკუთარი მოსახლეობის გარდა, უკვე საერთაშორისო პარტნიორების მოტყუებასაც აპირებს, რომლებმაც უმძიმესი პოლიტიკური კრიზისისა და მრავალთვიანი აქციების ფონზე, დაპირისპირებული მხარეების ერთ მაგიდასთან შეკრება და მძიმე მოლაპარაკების შეთანხმებით დასრულება შეძლეს.

ამ შეხვედრების მონაწილეები ამბობენ, რომ ოლიგარქმა უკიდურესად სახიფათო თამაში წამოიწყო და დღეს ასახელებენ კონკრეტულ გვარებს, ვინც მოლაპარაკების პროცესში, პოლიტიკური დევნის ადრესატებად მიიჩნეოდნენ და მათ წინააღმდეგ ოპოზიციამ პოლიტიკური დევნის შეწყვეტა მოითხოვა.

ერთ-ერთი ნეიტრალური ფიგურა ამ პროცესში, უმრავლესობის ყოფილი წევრი, თამარ ჩუგოშვილი იყო, რომელმაც მმართველი პარტია სწორედ ივანიშვილის პოლიტიკური ტყუილის გამო დატოვა.

ჩუგოშვილი პირდაპირ ამბობს, რომ გიგი უგულავას, გიორგი რურუასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლების საკითხი ოპოზიციამ შეხვედრაზე დააყენა. გარდა ამისა, ოპოზიციამ მოითხოვა მამუკა ხაზარაძისა და ნიკა გვარამიას საქმეების განხილვის არჩევნებამდე შეწყვეტა.

ოპოზიცია ითხოვდა ხაზარაძე-გვარამიას და სხვების საქმეების შეჩერებას, დროში გადადებას, ვიდრე საარჩევნო პრიცესი არ ჩაივლიდა. მეორე, პოლიტიკური პარტიების ლიდერების გათავისუფლებას. ამ შეთანხმების ნაწილის შესრულება ვნახეთ. ვნახეთ, როდესაც ხაზარაძის, გვარამიას ქეისები გადაიდო უვადოდ, თამლიანი გათავისუფლდა , მაგრამ როცა სხვა პირებზე მიდგა ჯერი, ვითარება შეიცვალა. მოლოდინი იყო შემდეგი, პრეზიდენტის შესახებ არის ჩანაწერი ამ ტექსტში და პრეზიდენტის ხსენება გულისხმობდა, რომ შეწყალების მექანიზმი იქნებოდა გამოყენებული, - ამბობს ჩუგოშვილი.

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი ეკა ბესელია ამბობს, რომ ხელისუფლებამ ორივე პირობა უნდა შეასრულოს, ახლა ჯერი სწორედ მათზეა.

მმართველი გუნდის ყოფილი წევრები, რომლებმაც პარტია დებოშით დატოვეს, ერთმნიშვნელოვნად აცხადებენ, რომ აღნიშნული საქმეები პოლიტიკური დევნის ნიშნებს ატარებს და აუცილებელია მათი გათავისუფლების პირობა შესრულდეს.  

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი