"როდესაც სასამართლოში ნეპოტიზმზე ვსაუბრობ, ამას ჩემი დისკრედიტაციით უპირისპირდებიან" | მეთოფიშვილი ჯანეზაშვილის დიპლომს ეჭვქვეშ აყენებს

გამოქვეყნდა:

"როდესაც სასამართლოში ნეპოტიზმზე ვსაუბრობ, ამას ჩემი დისკრედიტაციით უპირისპირდებიან" - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ნაზი ჯანეზაშვილი სერგო მეთოფიშვილის საპასუხოდ საუბრობს. 

ე.წ. კლანის მთავარი სახეები ცდილობენ, რომ მოახდინონ ჩემი დისკრედიტაცია. არ ვიცი რა მიზანს უნდათ მიაღწიონ სხვას... ვხედავ მეთოფიშვილის განცხადებას, ვხედავ გვრიტიშვილის განცხადებებს და საკმაოდ შეურაცხმყოფელს, რაც ჩემთვის არის აბსოლუტურად მიუღებელი. და მემგონი, მოსამართლეები ასე არ უნდა გამოხატავდნენ თავის მოსაზრებას. მე როდესაც ვსაუბრობ ნეპოტიზმზე სასამართლოში, სერგო მეთოფიშვილის შვილიც ვახსენე, რომელიც სააპელაციო სასამართლოში მუშაობს და ვახსენებ უამრავ ადამიანს. და ამას უპირისპირდებიან აი ამ ფორმით რომ მოახდინონ დისკრედიტაცია, - ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი