გუმათში დაკავებული "რიონის ხეობის მცველების" ადვოკატები აცხადებენ, რომ მათი დაკავება არაჰუმანური მეთოდებით მოხდა. უფლებადამცველები ამბობენ, რომ დაკავებულების უმეტესობას სხეულზე დაზიანებები აღენიშნებათ. ისინი მოითხოვენ, რომ სასამართლო დისტანციურ რეჟიმში არ ჩატარდეს და ბრალდებულები აღკვეთი ღონისძიების გარეშე გათავისუფლდნენ.
"სამართალდამცავების მხრიდან ადგილი ჰქონდა ძალიან არაადამიანურ, დამამცირებელ და ირონიულ მოპყრობას, თითქოს მოვიდეს ეხლა მათი ვარლამი, ვისაც მხარს უჭერენ, გადაუხადოს ჯარიმები, მიეხმაროს, ვინ უშველით.
დაზიანებები აქვს სამს ვიცავ და და სამივეს. შესთავაზეს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებმა მაინც ვერაფერს გაიტანთ აღიარეთ ვითომ იგინებოდით, წინააღმდეგობა გვიწევდით, ვითომ შეურაცხყოფას გვაყენებდითო", - ამბობს ადვოკატი.
კიდევ ერთი ადვოკატი ამბობს, რომ დაკავებულების მხრიდან ფიზიკურ დაპირისპირებას ან სიტყვიერ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია.
ცნობისთვის, რიონის ხეობის მცველები 214 დღეა ნამახვანჰესის აშენებას აპროტესტებენ. აქტივისტებს გუმათის ორივე შესასვლელი გადაკეტილი აქვთ და აპირებენ, რომ "ენკას" ტექნიკას ადგილზე შესვლის საშუალება არ მისცენ. პარალელურად, შსს-მ გუმათში მათ მიერვე აღმართული რკინის კედლის დაზიანების შესასწავლად გამოძიება დაიწყო.
27 მაისს, აქტივისტებსა და პოლიციას შორის მომხდარი დაპირისპირების დროს კი 8 პირი დააკავეს.