ჩემი საზრუნავი 50-ზე მეტ ქვეყანაში ძლიერი სათვისტომოების ჩამოყალიბება იქნება - ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

"ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია - როგორც ფორუმის სახელწოდებიდან კიდევ ერთხელ, ხაზგასმით, მკაფიოდ ჩანს - ძლიერი დიასპორული ცენტრების შექმნა მთელ მსოფლიოში. ეს იქნება ჩემი ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ მთელს მსოფლიოში, 50-ზე მეტ ქვეყანაში, ძლიერი ცენტრების, ძლიერი სათვისტომოების ჩამოყალიბებას.

მე აქვე მინდა აღვნიშნო ჩვენი ეკლესიის როლი, საპატრიარქოს წარმომადგენლობების როლი უცხო ქვეყნებში, რომლებიც არის უცხოეთში მცხოვრები ქართველების გამაერთიანებელი.

ჩვენ არაერთი საკანონმდებლო ცვლილება განვახორციელეთ ამ პერიოდში. პირველად ქართული კონსტიტუციონალიზმის ისტორიაში, ჩვენს კონსტიტუციაში გავაჩინეთ სპეციალური ჩანაწერი, რომლითაც სახელმწიფო უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე იღებს პასუხისმგებლობას. კონსტიტუციიდან ასევე ამოვიღეთ ორმაგი მოქალაქეობის აკრძალვა, რაც იყო შემაფერხებელი ბარიერი ჩვენი დიასპორისთვის".

- ამბობს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ონლაინ ფორუმზე -"ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი