საქართველოს ყოფილი ელჩი ნატო-ში, ლევან დოლიძე, ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას გუნდს უერთდება. მისი თქმით, გახარიას გუნდის დაფუძნებით ქვეყანაში პირველად ჩნდება შესაძლებლობა, რომ პოლიტიკური სპექტრი ფოკუსირდეს არა აგრესიაზე, არამედ პრობლემების გადაჭრაზე.
"მინდა, გვერდში დავუდგე გიორგი გახარიას. მიმაჩნია, რომ გიორგი გახარიას პოლიტიკური პარტიის დაფუძნებით ამ ქვეყანაში პირველად ჩნდება შანსი იმისა, რომ პოლიტიკური სპექტრი ფოკუსირდეს არა რადიკალიზმზე, აგრესიაზე, არამედ იმ კონკრეტული პრობლემების გადაჭრაზე, რომელიც დღეს ყველაზე მეტად აწუხებს ჩვენს მოქალაქეებს",- თქვა ლევან დოლიძემ.
კითხვაზე კონკრეტულად რა პოზიციას დაიკავებს და რა როლს შეასრულებს დოლიძე გახარიას გუნდში, ყოფილი ელჩი პასუხობს, რომ უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.