"თავის დროზე ჩვენ ბევრი რამ გავაკეთეთ, რომ შექმნილიყო ეს რეიტინგი. საბოლოო ჯამში, ეს რეიტინგი შეიქმნა. თუმცა არსებითად ეს რეიტინგი დაკავშირებული იყო მმართველ ძალასთან. ის იყო პრემიერმინისტრი "ქართულ ოცნებაში" და ეს ფაქტორი არსებითად განსაზღვრავდა ამ რეიტინგს. შეგვიძლია, ეს რეიტინგები გადავამოწმოთ და ვნახოთ რა არის სურათი, ჩვენ გვაქვს ეს სურათი და შეგვიძლია გითხრათ, რომ სურათი არის არსებითად შეცვლილი"
- თქვა პარლამენტის გადაყენებულმა თავმჯდომარემ და ამჟამად "ქართული ოცნების" ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პოლიტიკურ რეიტინგზე.