არ მაინტერესებს, რომელი პოლიტიკოსი როგორ აფასებს | ზალკალიანი მინსკის ინციდენტის განცხადებაზე

გამოქვეყნდა:

საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებით, უწყების კომენტარი მინსკში Ryanair-ის რეისის იძულებით დასმასა და ჟურნალისტ რამან პატასევიჩის დაკავებაზე მკაფიო იყო. ზალკალიანის განცხადებით, მისთვის მთავარი სახელმწიფოს ინტერესებია და არა ის, თუ რომელმა პოლიტიკოსმა როგორ შეაფასა ის.

"ჩვენი განცხადება იყო მკაფიო, მე არ მაინტერესებს ის პოლიტიკური ინსინუაციები, რომელი პოლიტიკოსი როგორ აფასებს საქართველოს სამინისტროს განცხადებას, ჩემთვის მთავარია სახელმწიფო ინტერესები, რომ არ დაზიანდეს საქართველოს სახელმწიფოს ინტერესები. 

ბევრი ბელარუსული კომპანია უკვე საქართველოში მოღვაწეობს, რომლებსაც ჰყავთ თავიანთი წარმომადგენლები, თანამშრომლები, ის ადამიანები, ჩვეულებრივი მოქალაქეები, ბელორუსები, რომლებმაც გვინა იხილონ რა არის დემოკრატია, განვითარება, ევროპული ფასეულობა, ისინი უნდა ჩამოვიდნენ საქართველოში და ნახონ ეს ყველაფერი, ამიტომ ეს ძალიან სენსიტიური თემაა", - თქვა დავით ზალკალიანმა. 

ცნობისთვის, შემთხვევა 23 მაისს მოხდა. თვითმფრინავი ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა, მოულოდნელად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბორტზე ბომბი იყო, რომელიც საბოლოოდ ვერ იპოვეს.

ბელარუსის ოპოზიციონერი ლიდერები ამბობენ, რომ ლუკაშენკოს რეჟიმმა ეს ყველაფერი იმიტომ გააკეთა, რომ ოპოზიციურად განწყობილი არხის The Nexta media network-ის ყოფილი რედაქტორი, ჟურნალისტი რამან პრატასევიჩი დაეკავებინათ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი