საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი გიორგი აბაშიშვილი ექსპრემიერ გიორგი გახარიას გუნდს უერთდება. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაპოსტა.
ორი თვის წინ აღვნიშნე და ვისურვე, რომ პოლიტიკაში დარჩენილიყო, დარჩა და აქტიურდება. მე მისი პოლიტიკაში ყოფნა მომწონს, ჩვენი ხედვები ძალიან ემთხვევა ერთმანეთს! ვაფასებ მის თანამოაზრეებს და შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება მხარი დავუჭირო და შევუერთდე გახარიას გუნდს!, - წერს აბაშიშვილი.