40 წლამდე მამაკაცი, რომელსაც გამოძიება არასრულწლოვანი ბიჭის გაუპატიურებას ედავება, გორის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლე გერმანე დადეშექელიანმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
დაცვის მხარე დაკავებულის აღკვეთის გარეშე დატოვებას ითხოვდა, რადგან, ადვოკატი თვლის რომ საქმეში საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს. უფლებადამცველი გადაწყევტილების სააპელაციო წესით გასაჩივერებას გეგმავს და ექსპერტიზების დროულად ჩატარებას მოითხოვს.
40 წლამდე კაცი შიდა ქართლის ერთ-ერთ სოფელში 2 დღის წინ დააკავეს, გამოძიება ამტკიცებს რომ ის სამი წლის განმავლიბაში თანასოფლელ მოზარდს აუპატიურებდა და ამბის გახმაურების შემთხვევაში მოკვლით ემუქრებოდა.
იხილეთ ასევე: