არასრულწლოვანთან სქესობრივი დანაშაულის ბრალდებით დაკავებული მამაკაცის აღკვეთის ღონისძიებაზე დღეს შიდა ქართლის სასამართლო იმსჯელებს.
პროკურატურა პატიმრობას მოითხოვს, დაცვის მხარე კი დაკავებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას. ამის არგუმენტად ადვოკატი მის ჯანმრთელობას და ფსიქიკურ პრობლემებს ასახელებს.
დაკავების ოქმში წერია, რომ 40 წლამდე მამაკაცს 14 წლის ბიჭთან სექსუალური ხასიათის ურთიერთობა 3 წლის განმავლობაში ჰქონდა და მისგან მოითხოვდა, რომ ამის შესახებ არავისთვის ეთქვა.
დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მას 15-დან 20 წლამდე, ან თავისუფლების უვადოდ აღკვეთა ემუქრება, თუმცა, თუ ფსიქიკური პრობლემები დაუდასტურდება, შესაძლოა, სასჯელს თავი დააღწიოს და დაუსჯელი დარჩეს.
იხილეთ ასევე: