"ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, 2019 წელს, 2015 წლის მაჩვენებლებთან შედარებით, შრომის ანაზღაურება 54%-ით არის გაზრდილი. 2015-2019 წლებში, საბჭოში 16.5 მილიონის შრომის ანაზღაურება გაიცა.

"26 მაისს საბჭომ 4 ახალი წევრი აირჩია და კიდევ უფრო გააძლიერა სასამართლოში არსებულ მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის პოზიციები. არჩევნების ჩატარებით, საბჭომ უარყო შარლ მიშელის შეთანხმების, დიპლომატიური კორპუსისა და ამერიკის საელჩოს მოთხოვნები. საბჭოს მიერ საქმიანობის არაეფექტურად განხორციელების მიუხედავად, 2015-2019 წლის განმავლობაში ყოველწლიურად იზრდება შრომის ანაზღაურება", - წერს "ფლანგვის დეტექტორი".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი