"არაფერს არ შეცვლის, რაც უნდათ ის გააკეთონ, ეს არის მათი გადაწყვეტილება, არანაირი პრინციპული განსხვავება არ იქნება შემოვლენ თუ არ შემოვლენ ისინი პარლამენტში.
ისინი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ამბობდნენ, რომ არ შემოვიდოდნენ, თუმცა მაინც მოუწიათ პარლამენტში შემოსვლა, ეს არის ბუნებრივია მათ მარცხის საბოლოოდ გაფორმება. მათ არ აქვთ არჩევანი, აქვთ არჩევანი ცუდსა და უარესს შორის, ცუდი არის მათთვის შემოსვლია, რადგან დამაზიანებელია, არათანამიმდევრულობას და მათ მარცხს აჩვენებს, უარესი იქნებოდა მათთვის არ შემოსვლა, მოუწიათ აქედან გამომდინარე ამ გადაწყვეტილების მიღება".
- თქვა "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი კობახიძემ "ნაციონალურ მოძრაობასა" და ოპოზიციაზე.