"არაუშავს..." - მიხეილ სააკაშვილი პაპუაშვილის განცხადებაზე

გამოქვეყნდა:

შალვა პაპუაშვილის გამოხმაურებას მიხეილ სააკაშვილის ევროპულ შეხვედრებზე გაკეთებულ კომენტარს მესამე პრეზიდენტი ფეისბუქით ეხმაურება

გუშინ მე შევხვდი თითქმის ყველა წამყვან მოქმედ ევროპარალმენტარს, რომლებსაც ჩვენს რეგიონთან აქვთ ურთიერთობა და ჩართული არიან ჩვენი რეგიონის საკითხებში. ასე გამოეხმაურა ჩემს გულმხურვალე ვიზიტს ხელისუფლება, რომელმაც მიიტაცა სახელმწიფო, მისი მმართველი ოლიგარქის ისტერიით.

არაუშავს, ქართველ ხალხთან ერთად ამ პიტეკანტროპების მმართვლობას უკვე ამ შემოდგომაზე დავასრულებთ და საქართველო ძალიან სწრაფად დაუბრუნდება ევროპულ ინტეგრაციას" წერს მიხეილ სააკაშვილი.

შალვა პაპუაშვილმა ევროპარლამენტარები მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის გამო გააკრიტიკა და ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს შეურაცხყოფაში დაადანაშაულა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი