2024 წელს საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებაზე თანხმობას ვერ მიიღებს - კალიურანდი

გამოქვეყნდა:

"ძალიან ღიად და გულწრფელად ვიტყვი, რომ ევროკავშირის გაფართოებაზე ევროკავშირში კონსენსუსი არ არის, ეს რეალობაა. ამიტომ არ მივაქცევდი დიდ ყურადღებას წევრობაზე კითხვას, რადგან ახლო მომავალში ეს რეალისტური არ იქნება. ამის ნაცვლად, უფრო მნიშვნელოვანია, რომ დიდი ყურადღება მიექცეს სექტორულ რეფორმებს და აქ მინდა მივულოცო საქართველოს, რომ ახალი სტრატეგიების შემუშავება და ევროკავშირთან შეთანხმება, შესანიშნავია და თქვენ ამას აკეთებთ. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის ამბიციების შემცირება, იმიტომ რომ, თქვენ ვერ მიიღებთ თანხმობას 2024 წელს. უმჯობესია მოლოდინების შემცირება და რეალობის ახსნა"

ამბობს, ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის ხელმძღვანელი, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარე მარინა კალიურანდი, Euractiv-ის კონფერენციაზე საქართველოს "გზა – ევროკავშირისკენ შემდგომი ნაბიჯები", ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს 2024 წლის განაცხადზე და გაერთიანების გაფართოების პერსპექტივაზე საუბრისას

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი