არასაპარლამენტო ოპოზიცია კელი დეგნანს შეხვდა

გამოქვეყნდა:

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში კელი დეგნანს არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები შეხვდნენ. შეხვედრა კელი დეგნანის რეზიდენციაში ცოტა ხნის წინ დასრულდა. მხარეებმა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს. პარლამენტს გარეთ დარჩენილი ოპოზიცია, საარჩევნო კოდექსში არსებული შენიშვნების გათვალისწინებას მოითხოვს.

როგოც პარტია "სამართლიანობისთვის" თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ თქვა "ძალიან კონკრეტული წინადადებებია, რომლებიც მნიშვნელოვანია ამ რომ ცვლილებებში მოექცეს და იყოს მხარდაჭერილი". მისივე თქმით, მართლმსაჯულების რეფორმის გარეშე, არჩევნების ჩატარება თავისუფალ პირობებში შეუძლებელია. 

"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" წევრი ანზორ ბიწაძე კი ამბობს, საარჩევნო კოდექსში მთელი რიგი ხარვეზები რჩება და "ქართულ ოცნებას" არ უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ კოდექსში გარკვეულ ცვლილებებს მიიღებსა და შემდეგ აქეთ დაამადლის რომ უპრეცენდენტო ცვლილებები მიიღეს". მისივე თქმით, კელი დეგნანს რეფორმასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვები გააცნეს და რეფორმაზე მუშაობას გააგრძელებენ.

"საქართველოს ევროპელი დემოკრატების" თავმჯდომარის პაატა დავითაიას თქმით, შეთანხმდნენ, რომ "ნებისმიერ შემთხვევაში დიდი საარჩევნო რეფორმა განსახორციელებელია". მისივე თქმით, კელი დეგნანი დაინტერესებულია პარტიების კონკრეტული ქმედებებით.

"თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარე კახა კუკავა ამბობს, რომ მათ 12 პუნქტად აქვთ ჩამოყალიბებული რეალურად რა უნდა შეიცვალოს საარჩევნო კოდექსში. მისი თქმით, "ხედავენ, რომ არის მცდელობა გატარდეს კოსმეტიკური ცვლილებები". 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი