ფერმერები 1 ჰექტარზე 200 ლარიან დახმარებას და უფასო სარწყავ წყალს მიიღებენ - პრემიერი

გამოქვეყნდა:

მთავრობამ სოფლის მეურნეობის კრიზისიდან გამოყვანის პროგრამა წარადგინა, რაც 200,000 ფერმერისთვის დაახლოებით 300 მლნ ლარის ოდენობის დახმარებას გულისხმობს. აქედან ფულადი სუბსიდიის სახით ფერმერები რეგისტრირებული მიწის ყოველ ჰექტარზე ხოლოდ 200 ლარს მიიღებენ. დანარჩენი თანხა კი სხვადასხვა მიმართულებით დაიხარჯება.

თითოეული ფერმერი, რომელსაც აქვს დარეგისტრირებული მიწა, 1 ჰექტარზე მიიღებს დახმარებას სახელმწიფოსგან 200 ლარის სუბსიდირებით.

გარდა ამისა, ფერმერი ერთ ჰექტარზე მიიღებს 150 ლიტრ დიზელის საწვავს, რომელიც გარანტირებულად იქნება საბაზრო ფასზე ერთი ლარით იაფი. ყველა ფერმერი გათავისუფლდება საირიგაციო გადასახადისგან, სარწყავი წყალი ექნებათ უფასოდ 20 წლის განმავლობაში, - განაცხადა პრემიერმა. 

პრემიერის თქმით, კორონავირუსთან ერთად ცხოვრება კიდევ დიდი ხნით მოგვიწევს, რის გამოც, გიორგი გახარიას განცხადებით, აუცილებელია უსაფრთხოების ზომების დაცვა და რეკომენდაციების შესრულება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი