სენატორები 2-4 ივნისს ჩამოვლენ - ზალკალიანი

გამოქვეყნდა:

საქართველოში სენატორების ჯინ შაჰინის და რობ პორტმანის ვიზიტი კარგი შესაძლებლობა იქნება ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან შემდგომი კონტაქტების გაძლიერების თვალსაზრისით - აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.

მისი ინფორმაციით, ამერიკელი სენატორები საქართველოს 2-4 ივნისს ეწვევიან.

„ჩვენ ერთგული ვართ იმ ნაკისრი ვალდებულებების, რა ვალდებულებებიც არის არამხოლოდ 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმებაში, არამედ იმ ვალდებულებებთან მიმართებაში, რაც დაკავშირებულია ჩვენი რეფორმების განგრძობითობაზე, იგივე სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით, იგივე საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით. გახსოვთ, რომ უმწვავესი პრობლემა იყო საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწა და მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ ჩვენ ვიყავით ოპოზიციაში და ჩვენი ოპონენტები იყვნენ ხელისუფლებაში როგორი წინააღმდეგობა იყო საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ ეს პირობა მივეცით საზოგადოებას და პირნათელი ვართ. მივესალმები მხოლოდ და მხოლოდ იმ კონსტრუქციული ოპოზიციის ჩართულობას ამ პროცესში, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ კანონპროექტის შემუშავებაში და ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიური შეფასებები გვესმის, ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პარტნიორების მხრიდან ჩვენ კვლავ პოზიტიური შეფასებები გვექნება. რა თქმა უნდა, დემოკრატიზაციის პროცესი საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესია და ჩვენზე უფრო სისტემურად ძლიერი ქვეყნები, რომელთაც ამის უფრო მეტი ტრადიცია და გამოცდილება აქვთ, მათაც აქვთ ხარვეზები, მაგრამ მთავარია, რომ ჩვენმა პარტნიორებმა დაინახეს პოლიტიკური ნება ხელისუფლების მხრიდან და მე ვფიქრობ, რომ ეს ვიზიტი კიდევ ერთი კარგი საშუალება იქნება“, - ამბობს ზალკალიანი.

დავით ზალკალიანი დარწმუნებულია, რომ სენატორებისგან პოზიტიური შეფასებები იქნება.

საქართველოში სენატორები ჯინ შაჰინი და რობ პორტმანი ჩამოდიან.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი