შემოწირულობები - "ოცნებას" 30 მილიონი აჩუქეს, 15 მილიონი რეკლამაში დახარჯა 

გამოქვეყნდა:

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" დაითვალა და გაარკვია - "ქართულ ოცნებას" შარშან მოქალაქეებმა 30 მილიონამდე ლარი აჩუქეს.

შემწირველებს შორის ძირითადად ბიზნესმენები არიან, რომლებიც შემდეგ მილიონიან ტენდერებს იგებენ.

  • 29,166,087 ლარი - "ქართული ოცნება";
  • 8,037,276 ლარი - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა";
  • 8,036,077 ლარი - "ლელო საქართველოსთვის".

ამ სამმა პარტიამ 2020 წელს ყველაზე მეტი შემოსავალი მიიღო. თუმცა, საპარლამენტო არჩევნების წელს "ქართული ოცნების" ხარჯები თითქმის 4-ჯერ აღემატება მეორე და მესამე ადგილზე გასული პარტიების ფინანსებს.

ჯამში, 2020 წელს 8 პოლიტიკურმა პარტიამ, „გირჩის“ გამოკლებით, 60 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო. 

"ქართული ოცნება" ლიდერობს გაღებული ხარჯების თვალსაზრისითაც. მმართველმა გუნდმა პანდემიის დროს პარტიულ რეკლამაზე ყველაზე მეტი - 15 მილიონ ლარამდე დახარჯა, თუმცა, ოცნებაში ამ კუთხით პრობლემას ვერ ხედავენ.

ავტორი: ნინო ღვედაშვილი.

ამავე თემაზე:

"ქართულმა ოცნებამ" 2020 წელს მხოლოდ რეკლამაზე 15 მლნ დახარჯა - TI

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი