ინდური შტამი - ახალი გამოწვევა ქართული ჯანდაცვისთვის

გამოქვეყნდა:

"შემაშფოთებელი შტამი" - ასე უწოდებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ინდური შტამის კორონავირუსს, რომელმაც საქართველოში გუშინ შემოაღწია. ვირუსი 5 პირს დაუდასტურდა და ახლა აქედან საქართველოს ორ მოქალაქეს ექიმები აკვირდებიან.

ჯანდაცვის სამინისტრო დამატებით ინფორმაციას ინფიცირებულებზე არ ასაჯაროებს, ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები კი მმართველ გუნდს ინფორმაციის დაზუსტებას სთხოვენ და ეპიდვითარების გაუარესებაზე აფრთხილებენ.

ეპიდემიოლოგები და იმუნოლოგები ამბობენ, რომ ამ დრომდე მეცნიერებს არ აქვთ ზუსტი პასუხი რამდენად საშიშია ინდური ვირუსი, თუმცა ადასტურებენ, რომ ბევრად გადამდებია და ბევრად შეუსწავლელი.

ვირუსის წინააღმდეგ მხოლოდ ორი ვაქცინა მუშაობს, თუმცა მათი დაცვის უნარიც დაბალია. ვაქცინაციის საბჭოს წევრები ერთ რამეში არიან დარწმუნებული, ინფიცირებულთა მაჩვენებელი გაიზრდება.

რამდენად არის მზად ხელისუფლება მართოს ახალი შტამი, მაშინ როდესაც ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი ჩავარდნილია - ეს არის მთავარი კითხვა, რომელიც ახლა საზოგადოებაში ჩნდება. ხელისუფლების ოპონენტებმა ზუსტად იციან, რომ მმართველი გუნდი ამ მოსალოდნელ გამოწვევასაც მოუმზადებელი შეხვდა და ამის მაგალითად ჩავარდნილი ვაქცინაციის პროცესი მოჰყავთ. 

იუნისეფის წარმომადგენელი საქართველოში დღეს ხელისუფლებას სწორედ ვერ შემდგარი იმუნიზაციის გამო აკრიტიკებდა. ღასან ხალილი ამბობს, რომ შეშფოთებულია ვაქცინაციის პროცესის შეფერხებით და ეს საკმარისი არ არის პანდემიასთან ბრძოლის გზაზე. 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი