"საქართველოსთვის" - გახარიას პარტიის პრეზენტაცია 17:00 საათზე გაიმართება

გამოქვეყნდა:

20 ივნისის სისხლიანი ღამის შემოქმედი პოლიტიკაში ბრუნდება - ექსპრემიერი გიორგი გახარია პარტიის "საქართველოსთვის" პრეზენტაციას დღეს, 17:00 საათზე გამართავს.

გუნდს კი საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი გიორგი აბაშიშვილი უერთდება. ყოფილი პრემიერის თანაგუნდელი გახდა ნატოში საქართველოს ყოფილი ელჩი ლევან დოლიძეც. ამ ეტაპზე გახარიას გუნდი წევრია "ქართული ოცნებიდან" წასული 6 დეპუტატი, თუმცა კიდევ ვინ შეუერთდება ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას სავარაუდოდ დღეს გახდება ცნობილი.

ღონისძიება "ექსპო ჯორჯიაში" პროტესტის ფონზე გაიმართება. 16:30 საათიდან იქ სამოქალაქო აქტივისტები, მოძრაობა "შეცვალესა" და "საქართველოსთვის" წევრები შეიკრიბებიან. 

გიორგი გახარიამ პრემიერის პოსტი 2021 წლის 18 თებერვალს დატოვა. როგორც მაშინ მან განმარტა, ენმ-ის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების თაობაზე გუნდთან შეთანხმებას ვერ მიაღწია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი