გურჯაანის მერია ხალხის ფულს მაღალჩინოსნების მანქანებისთვის დახარჯავს

გამოქვეყნდა:

ახალი ტენდერი და მილიონობით ლარი მაღალჩინოსნებისთის ავტომანქანების შესაძენად - ცნობილი ხდება, რომ გურჯაანის მერია ადგილობრივი ბიუჯეტიდან 250 000 ლარს მაღალი გამავლობის 4 ავტომანქანის შესაძენად დახარჯავს.

სატენდერო პირობების თანახმად, ჯიპები 2019 წლის გამოშვება უნდა იყოს და მაღალჩინოსნების მოთხოვნები ფერსა და მოდელზე სრულად დააკმაყოფილოს. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ მთავრობის დადგენილების შესაბამისად მოქმედებენ და ავტომობილები ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის განყოფილებებს მოემსახურება

საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი კი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება უკანონოა და ტენდერის გაუქმებას მოითხოვს. 

მოსახლეობა კი წლების განმავლობაში გაფუჭებულ გზაზე საუბრობს. ამბობენ, რომ ქალაქში არაერთი პრობლემაა, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლება არაფერს აკეთებს. "ნაცვლად გზა, კანალიზაცია, წყალი გაკეთებულიყო, მანქანებს ყიდულობენ" - ამბობენ ადგილობრივები. 

 

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი