ხელისუფლება ახალ დაკავებებს აანონსებს. შს მინისტრი ვახტანგ გომელაური კი აქციების დასაშლელად წყალს ათბობს.
ხელისუფლების ცინიკური განცხადებებიდან ირკვევა, რომ მმართველი პარტია არც ქუჩაში განვითარებულ მოვლენებზე იღებს პასუხისმგებლობას და არც იმ აგრესიულ ჯგუფებზე, რომლებიც ქართული ოცნების ოფისებს იცავენ.
ქართული ოცნება მოძალადე აქტივისტების თავდასხმების გამართლებას წარსული ტრავმებით ცდილობს და აცხადებს, რომ ოპოზიციას დღეს, გაუპატიურებული მშობლების შვილები უპირისპირდებიან.
თბილისის მერმა კი ახალგაზრდა აქტივისტებს რჩევა მისცა, რომ თუ არ უნდათ დაპირისპირება, არ გამართონ აქციები ივანიშვილის პარტიის კართან.
ხელისუფლების მიერ დაორგანიზებულ აქციებს დღეს სახალხო დამცველი გამოეხმაურა. ნინო ლომჯარია ამბობს რომ ძალადობის სცენები რომელსაც მმართველი პარტიის ლიდერების მონაწილეობით ის ქუჩაში ხედავს, 2011-2012 წლების მოვლენებს ახსენებს.
კონტრაქციებითა და ხელისუფლების ე.წ. ტიტუშკებით ქართულმა ოცნებამ ბრძოლა ბოლო 5 დღეა რაც დაიწყო. სადაც მშვიდობიანი დემონსტრანტები მიდიან და ოცნებისგან დანაპირების შესრულებას ითხოვენ, იქ ოცნებას მათ საპასუხოდ ძალადობრივი ჯგუფები გამოჰყავს.