
"უსაფრთხოების სფეროში რუსეთი უმთავრესი პარტნიორია, მასთან გვაქვს შეთანხმებები ჯარების ერთიანი დაჯგუფებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების შესახებ და ეს შეთანხმებები გარკვეულ პროცედურებს მოითხოვს. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია არის ჩვენი მთავარი უსაფრთხოების სისტემა, რომელშიც ჩვენ ვმონაწილეობთ, ჩვენ ასევე მივესალმებით ეუთოს მინსკის ჯგუფის გააქტიურებას საზღვარზე არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით, რომელიც მნიშვნელოვანი კომპონენტია ჩვენი უსაფრთხოების სისტემისთვის. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა ყველა ამ მიმართულებით"
- ამბობს სომხეთის პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლ ფაშინიანი.