„გონიერება გვმართებს ყოველთვის. ძალიან ბევრი გადაწყვეტილება მიმიღია ცხელ გულზე, მათ შორის, ვიყავი ერთ-ერთი აქტივისტი და დამწყები „ხუდონჰესის“ წინააღმდეგ ბრძოლის და ეს იყო საქართველოს ეკონომიკისთვის უდიდესი დარტყმა. ხაიში, რომელიც გადავარჩინეთ დატბორვას, ჩემი მშობლიური სოფელია. ჭუბერთან ყველაზე ახლო სოფელია და ჩემი ოჯახის წევრები არიან, მაგრამ საქართველომ უზარმაზარი დარტყმა განიცადა იმით, რომ ხუდონის ჰესი არ აშენდა. მაშინ რომ გაგვეაზრებინა ყველას, რას ვუკეთებდით საქართველოს ეკონომიკას, თვითონ ხაიშელებიც თანახმა იქნებოდნენ. იტყოდნენ, ოღონდაც საქართველოს ასეთი დარტყმა არ მივაყენოთ და თანახმა ვართ, სხვაგან გადავსახლდეთო".
- თქვა პარლამენტის რეგიონული განვითარებისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა.