"ოცნება" პოლიტიკურ ვაჭრობას გეგმავს - ჩალაგაშვილი

გამოქვეყნდა:

"დარწმუნებული ვარ, რაღაც ახალი აქვთ ჩაფიქრებული ახალ, ეს ყველაფერი არის იმისთვის, რომ ყურადღება გადაიტანონ ოქრუაშვილზე" - ასე აფასებს ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლოში დაბარებას  "გამარჯვებული საქართველოს" წევრი გურამ ჩალაგაშვილი. 

ოქრუაშვილის თანაპარტიელი ამბობს, რომ "ქართული ოცნების" დღის წესრიგს მხოლოდ კობახიძისა და ივანიშვილის კურსი ქმნის და მმართველ გუნდს საერთაშორისო პარტნიორების მოსაზრებები არ აინტერესებს.

"ქართულ ოცნებას არ აინტერესებს არც ევროპა, არც ამერიკა, არც არავინ. ისინი აგრძელებენ კობახიძისეულსა და ივანიშვილისეულ კურსს და აკეთებენ იმას, რაც უნდათ. ეს არის ახალი მცდელობა, დარწმუნებული ვარ, კიდევ რაღაც ახალი აქვთ ჩაფიქრებული, იმისთვის, რომ ყურადღება გადაიტანონ ოქრუაშვილზე, უგულავაზე და კიდევ სხვებზე. კიდევ რაღაც ძალიან დიდი გააფუჭონ ამ ქვეყანაში და მერე ვაჭრობა დაიწყონ კვლავ", - თქვა "გამარჯვებული საქართველოს" წევრმა, გურამ ჩალაგაშვილმა.

ცნობისთვის, 9 ივნისს საქალაქო სასამართლოში ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი ჩაინიშნა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი