ქუთაისში, საქართველოს დიდი ათის ნახევარფინალი რაგბში ჩაიშალა. მიზეზი მსაჯების პროტესტი აღმოჩნდა. მოედანზე ერთმანეთს ქუთაისის "აია" და ბოლნისის "ყოჩები " უნდა დაპირისპირებოდნენ, თუმცა მსაჯები არ გამოცხადდნენ.
როგორც ირკვევა პროტესტი ერთ-ერთ თამაშზე მომხდარი ინციდენტს უკავშირდება, რა დროსაც მსაჯს მორაგბემ შეურაცხყოფა მიაყენა. ბოლნისის "ყოჩების" წარმომადგენლის ინფორმაციით, მათ მორაგბეს დისკვალიფიკაცია ნამდვილად შეუმსუბუქეს, თუმცა გაუგებარია, ეს რატომ გახდა მსაჯების პროტესტის მიზეზი, რადგან მომხდარს რაგბის გამგეობა იძიებს. ამ დროითვის უცნობია, როდისთვის გადაიდო თამაში.
იხილეთ ასევე: