გახარიას პარტიის პრეზენტაციაზე ძმები არველაძეები მივიდნენ

გამოქვეყნდა:

"ექსპო ჯორჯიაში" ექსპრემიერ გახარიას პარტიის პრეზენტაციაზე ძმები არველაძეები მივიდნენ. მათი თქმით, ისინი დღევანდელ შეხვედრაზე სტუმრად არიან მისულები, გეგმების შესახებ კი 1-ლ ივნისს ისაუბრებენ.

"სტუმრად ვარ მოსული, აქტიურობას არ ვაპირებ. 1-ში [ივნისს] 13:00 საათზე მობრძანდით ვაქცინის მეორე დოზას გავიკეთებთ და იქ გავაკეთებ კომენტარს", - ამბობს არველძე. 

გავრცელებული ინფორმაციით, ძმები არველაძეები გიორგი გახარიას გუნდში იქნებიან. თავად არველაძეები ამ ინფომაციას დღემდე უარყოფდნენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი