"ჩვენ გვჭირდება სწრაფი განვითარების გეგმა, რომელიც იქნება თანმიმდევრული, სამწუხაროდ თითოეულ ჩვენგანს ახსოვს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, ბოლო 30 წლის განმავლობაში ნებისმიერი ჩვენი ახალი ხელისუფლება, პირველი, რასაც აკეთებდა, დაბეჯითებით ანგრევდა წინამორბედის დატოვებულ შთამომავლობას. იმისდა მიუხედავად, რამდენად გონივრული ან კარგი იყო ეს შთამომავლობა. უნდა გვესმოდეს, რომ ეს იყო ძირითადი მიზეზი ქვეყნის ერთ ადგილზე დგომის. ჩვენ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ერთად ვაშენებთ სახლს და თითოეული ხელისუფლების ვალდებულებაა, ერთი სართული მაინც დააშენოს წინა ხელისუფლების დატოვებულ ფუნდამენტს. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ნებისმიერი ხელისუფლება, ყველანაირი გონივრულობის ფარგლების მიღმა, როდესაც იწყებს წინამორბედის დატოვებული შთამომავლობის ნგრევას, ქვეყნას განვითარების შესაძლებლობას უსპობს"
ამბობს გიორგი გახარია პარტიის პრეზენტაციაზე.