კორუფციასთან და ნეპოტიზმთან ბრძოლა უაღრესად მნიშვნელოვანია - გახარია 1 წლის წინ და ახლა

გამოქვეყნდა:

გიორგი გახარიამ დღეს მისი პარტიის პრეზენტაციაზე, კორუფციასთან და ნეპოტიზმთან ბრძოლის მნიშვნელობაზე ილაპარაკა:

"ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ კორუფციასთან და ნეპოტიზმთან ბრძოლა, ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი  გამოწვევა დღეს სახელმწიფოსთვის. აქ ჩვენ არ მივუთითებთ კონკრეტულ მაგალითებზე, მიუხედავად იმისა, რომ ამის შესაძლებლობაც შეიძლება გვქონდეს. ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენნაირი ღარიბი, გარდამავალი ეკონომიკის ამოცანაა ყოველდღიური ბრძოლა კორუფციასთან და ნეპოტიზმთან. ჩვენ ვერ წარმოგვიდგენია, რამხელა რისკებში შედის ქვეყანა, რომელსაც აქვს სუსტი ინსტიტუტები, სადაც არსებობს ნეპოტიზმის და კორუფციის რისკი". - თქვა გიორგი გახარიამ. 

ერთი წლის წინ კი როცა გახარია ჯერ კიდევ პრემიერმინისტრი იყო კორუფციის არსებობას უარყოფდა და პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას თქვა - "რა კორუფცია, ხალხო?! შეიძლება ვიღაცამ ვიღაცას ქართულ ჯიგრულ პონტში რამე, მაგრამ რა კორუფცია, რას ამბობთ" 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი