გიორგი გახარია არ პასუხობს კითხვას - არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი არაფორმალური მმართველი.
პარტიის პრეზენტაციის შემდეგ ჟურნალისტებთან გაკეთებულ კომენტარებში გახარიამ არაერთი მცდელობის მიუხედავად თავი აარიდა "მთავარი არხის" მრავალგზის დასმულ კითხვას და თქვა მხოლოდ ეს: "არასოდეს არავის პროექტი არ ვყოფილვარ და მით უმეტეს მომავალში არ ვიქნები." - ამბობს გახარია და ამტკიცებს, რომ ივანიშვილთან კომუნიკაცია არ ჰქონია.
გახარია ასევე არ პასუხობს მეორე მთავარ კითხვას - ვინ გასცა 20 ივნისს თვალების დათხრის ბრძანება.
გახარიამ ქვეყნის მთავარ პრობლემად სუსტი ინსტიტუტები, კორუფცია, ნეპოტიზმი დაასახელა.
მისივე თქმით, მთავარი მიზანი ამ ქვეყანაში "რადიკალიზმის ნებისმიერი სახის" დასრულებაა.