თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე - ქონება და კარიერა 

გამოქვეყნდა:

მდიდრული აპარტამენტები წყნეთში თავდაცვის მინისტრის საკუთრებაა. დეკლარაციის მიხედვით, სახლი მილიონერების დასახლებაში ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს 200 000 ლარი დაუჯდა.

ადგილზე სამშენებლო სამუშაოები უკვე დასრულებულია.  

როგორ შეძლო თავდაცვის მინისტრის მეუღლემ ორასი ათას ლარად ძვირადღირებულ უბანში  ათობით კვადრატული მეტრი მიწის  შეძენა - ამ კითხვის დასმა თავად მინისტრთან გვსურდა, თუმცა დაცვამ ამის საშუალება არ მოგვცა. ბურჭულაძემ დაცვის განსაკუთრებული მობილიზებით  სახლი მეორე გასასვლელიდან დატოვა.  

ბურჭულაძის ქონებრივ დეკლარაციასა და საჯარო რეესტრის ბაზას თუ შევადარებთ, ყველაფერი ისედაც ნათელია. ვაკეში ფალიაშვილის 31 ნომერში ბინა მანსარდით, საცხოვრებელი ბინა დიღომში, ლუბლიანას ქუჩაზე, 146 კვ.მ. ნუცუბიძის ქუჩაზე, ბინა ხილიანზე და 115 კვ.მ. ბაგების სატყეო უბანში - ეს ყველაფერი თავდაცვის მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს ეკუთვნის.

დეკლარაციიდან ირკვევა რომ ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის მინისტრის მოადგილის სტატუსით მხოლოდ სამ თვეში ხელფასის სახით 225 000 ლარი აიღო.

ჯუანშერ ბურჭულაძემ ირაკლი ღარიბაშვილის ადგილი თავდაცვის სამინისტროში რამდენიმე თვის წინ დაიკავა.

მინისტრობამდე ამერიკაში, საქართველოს საელჩოში მუშაობდა და ღარიბაშვილს სკანდალურად მდიდრული ვიზიტიც დაუგეგმა. სწორედ ამის შემდეგ, 2015-16-17 წლებში, მაშინდელი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით მუშაობა  მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორად დაიწყო. მანამდე კი ქართუ ბანკში, 2004 - 2005 წლებში პლასტიკური ბარათების მომსახურებისა და დამუშავების დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი იყო.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი