წყარო: დმანისში კონფლიქტი ე.წ. კანონიერმა ქურდებმა "დაალაგეს" - ახალი დეტალები  

გამოქვეყნდა:

დმანისში ყოფით ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირებიდან თითქმის ორი კვირა გავიდა, თუმცა ძალადობის, სხვისი ქონების დაზიანების ან სამართალდამცავთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გამო პასუხისგებაში ამ დრომდე არავინ მიუციათ. რატომ აქამდე არავის უთქვამს. საზოგადოებას მხოლოდ ის აჩვენეს რომ ძალოვანი უწყებების პირველი პირებისა და ქართული ოცნების ლიდერების ადგილზე ჩასვლის შემდეგ კონფლიქტი შერიგებითა და ხელის ჩამორთმევით დასრულდა. 

"მთავარის" ინფორმაციით, კონფლიქტის მოსაგვარებლად "ოცნებამ" დახმარება გავლენიან კანონიერ ქურდებს სთხოვა. წყარო გვიყვება რომ საქმეში ჩართვა ანტალიაში მოკლული აზერბაიჯანული მაფიის ბოსის, ნადირ სალიფოვის უახლოეს გარემოცვას სთხოვეს. ამავე წყაროს ინფორმაციით, "გულის" დაჯგუფების წევრები ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა კონფლიქტის დაწყებიდან მალევე ქვეყანაში ჩუმად შემოიყვანეს, ოთხი დღის განმავლობაში აცხოვრეს სასტუმრო "მერკურში" და ინციდენტში მონაწილე პირებთან კონსპირაციული შეხვედრები მოუწყვეს. 

წყაროს ინფორმაციითვე, კრიმინალური სამყაროდან მომლაპარაკებლები მაგომედ კურბანოვი, იგივე "მაგა რუსთავსკი" და ტარზან ნაზაროვი იყვნენ. ორივე ნადირ სალიფოვის იგივე "გულის" უახლოეს გარემოცვას წარმოადგენენ. ამას ადასტურებს სხვადასხვა აზერბაიჯანული წყაროც. მედიაში წერენ, რომ კანონიერი ქურდის მკვლელობის შემდეგ შურისძიება თავდამსხმელზე მოკლულის ძმამ მათ სთხოვა. ტარზან ნაზაროვი წარმოშობით დმანისიდანაა. 

ღიად არ ამბობენ მაგრამ სავარაუდოდ ოჯახის წევრებმაც იციან რომ ტარზან ნაზაროვს გავლენა და ავტორიტეტი მხოლოდ ადგილობრივებზე არ აქვს.

წყაროს ინფორმაციით, პირობები ხელისუფლებასთან კრიმინალური სამყაროს წევრებსაც ჰქონდათ და დაპირისპირებაში მონაწილე ეთნიკური აზერბაიჯანელების დამშვიდების სანაცვლოდ მათ ერთ-ერთი პატიმრის გათავისუფლება მოითხოვეს.

პატიმარი ვის გათავისუფლებასაც გულის დაჯგუფების წევრები ითხოვდნენ, ჩვენი ინფორმაციით, სადიკ კურბანოვია, რომელიც პოლიციამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ დააკავა. 

შსს-მ დაგვიდასტურა, რომ კურბანოვი გასულ წელს ნამდვილად დააკავეს იარაღის უკანონო შეძენა შენახვა ტარების ბრალდებით. როგორც ჩანს, ხელისუფლებას კრიმინალური სამყაროსთვის პირობა ჯერ ისევ არ შეუსრულებია რადგან კურბანოვი ამ დრომდე გისოსებს მიღმაა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი