აქ ვიყავი როგორც მხარდამჭერი. პარტიის წევრი არ ვარ - განცხადა გახარიას პარტიის პრეზენტაციის შემდეგ შს მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, კახა საბანძემ:
„პოლიტიკურ განცხადებას პოლიტიკოსები გააკეთებენ. აქ ვიყავი როგორც მხარდამჭერი. პარტიის წევრი არ ვარ, ბატონი გიორგის მეგობარი ვარ. მომავალზე მომავალში ვილაპარაკოთ",- ამბობს საბანაძე.
გიორგი გახარიამ პარტია "საქართველოსთვის" დააფუძნა და პრეზენტაცია გამართა. დასახელდა პარტიის პოლიტსაბჭოს შემადგენლობაც.