
მსახიობი სტივენ სიგალი რუსეთში, პარტია "სამართლიანი რუსეთის" წევრი გახდა.
მსახიობის წარმომადგენლის ინფორმაციით, სიგალი განაგრძობს ეკოლოგიის საკითხებზე მუშაობას და გარემოს დაბინძურებასთან ბრძოლას.
სიგალს 2016 წელს ვლადიმირ პუტინმა რუსეთის მოქალაქეობა მიანიჭა, ხოლო 2018 წელს მსახიობი საგარეო საქმეთა სამინისტროს, რუსულ-ამერიკული ჰუმანიტარული კავშირების სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნა.