ჭიათურის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლებმა, თბილისში გადმოინაცვლეს - პროტესტის გაგრძელებას ისინი აშშ-ის საელჩოს შენობასთან გეგმავენ.
როგორც ამბობენ, შუქრუთში პროტესტმა შედეგი ვერ გამოიღო, ხელისუფლებას ხმა ვერ მიაწვდინეს და დედაქალაქში ჩამოსვლა გადაწყვიტეს.
აქციის მონაწილეები აშშ-ის საელჩოს შენობის წინ კარვების გაშლას ცდილობენ, თუმცა ამის უფლებას მათ სამართალდამცველები არ არ აძლევენ.
სოფელ შუქრუთის მოსახლეობა ამბობს, რომ კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" ჩატარებული სამუშაოების შედეგად მათი საცხოვრებელი სახლები დაიბზარა, კომპანია კი ზიანის ანაზღაურებას არ აპირებს.
მათ პროტესტის უკიდურეს ფორმასაც მიმართეს და პირი ამოიკერეს.
ამავე თემაზე: