პარლამენტს გარეთ დარჩენა დასასრულის დასაწყისი იქნება, შემოსვლა-მარცხის აღიარება - ღუდუშაური ენმ-ზე

გამოქვეყნდა:

მთავარი ოპოზიციური ძალის მთავარ გადაწყვეტილებამდე რამდენიმე საათით ადრე, "ქართულ ოცნებაში" ისვე იმას ამტკიცებენ, რომ არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, ენმ შევა თუ არა პარლამენტში, თუმცა ვარაუდობენ, რომ პარტია სწორედ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს:

"როგორც ჩანს, მათ ნათლად დაინახეს, რა მოუტანა რადიკალურმა ნაბიჯებმა „ევროპულ საქართველოს“, რომელიც უკვე პრაქტიკულად, შეიძლება ითქვას, აღარ არსებობს, ან თუ არსებობს, არის ერთი კაცის პარტია. ნათლად გააცნობიერეს, რომ პარლამენტს გარეთ დარჩენა მათი დასასრულის დასაწყისი იქნება, ხოლო მათი მარცხის აღიარება იქნება პარლამენტში მათი შემოსვლა"- ამბობს "ქართული ოცნების" დეპუტატი ალუდა ღუდუშაური.

ნაციონალური მოძრაობა პოლიტსაბჭოს სხდომას დრეს, 3 საათზე გამართავს. სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი, შევა თუ არა პარტია პარლამენტში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი