ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი, მარინა ჯანაშია რუსთაველის თეატრიდან ტაშით გააცილეს. ის მახათას მთაზე, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.
რუსთაველის თეატრში მსახიობს უკანასკნელი პატივი მიაგეს კოლეგებმა, ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა.
მსახიობი 71 წლის ასაკში მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.