ენმ-ში პოლიტსაბჭოს სხდომა დაიწყო

გამოქვეყნდა:

"ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" პოლიტსაბჭოს სხდომა დაიწყო. სწორედ დღეს გადაწყდება, შევა თუ არა პარტია პარლამენტში.

გადაწყვეტილებას 18 საათზე "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია გამოაცხადებს.

რაც შეეხება პარტიის წევრების პოზიციას, მათი ნაწილი პარლამენტში შესვლას დაუჭერს მხარს, მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ ისინი პარლამენტში არ უნდა შევიდნენ.

განსხვავებული აზრების მიუხედავად, ენმ-ის წევრები ამბობენ, რომ გადაწყვეტილებას ისინი ერთიანად მიიღებენ და მას ყველა დაემორჩილება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი