ძალა ერთობაშია გაერთიანებული ოპოზიციის წევრი გუბაზ სანიკიძე ამბობს, რომ სრულად დაემორჩილება ენმ-ს გადაწყვეტილებას პარლამენტში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით:
"ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, პოზიცია იყოს ერთიანი და აზრთა სხვადასხვაობას განხეთქილება არ მოჰყვეს. გარეთ დარჩენას გადაწყვიტავს, გარეთ დავრჩები, შიგნით შესვლას გადაწყვიტავს შიგნით შევყვები, რა თქმა უნდა",- განაცხადა გუბაზ სანიკიძემ ენმ-ს პოლიტსაბჭოს სხდომის დაწყებამდე.
ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობა" პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტში შესვლა-არშესვლის გადაწყვეტილებას მიიღებს . საბოლოო გადაწყვეტილებას საზოგადოებას პარტიის ლიდერი, ნიკა მელია გაცნობს.