
"ყველა ნიშნით, ყველა მახასიათებლით დღეს გიგი უგუალავა არის პოლიტპატიმარი," - ამის შესახებ თინა ხიდაშელმა გადაცემა "დღის სტუმარში" ისაუბრა.
ხიდაშელის თქმით, საქართველოში დღეს პოლიტპატიმრები ნამდვილად არიან და პირველ რიგში, ასეთია გიგი უგულავა, რომლის მიმართაც ხელმეორედ დადგა ახალი განაჩენი.
რა თქმა უნდა, დღეს საქართველოში პოლიტპატიმრები არიან და პირველ რიგში, ასეთი არის გიგი უგულავა. იმის მიუხედავად, მე, თინა ხიდაშელი, იმ დროის საკრებულოს წევრი, როდესაც ის ქალაქის მერი იყო, რა აზრის ვიყავი და ვრჩები მისი, როგორიც მერის საქმიანობაზე და მგონია, რომ ჩვეულებრივი სისხლის სამართლის საქმიანობით იყო ის დაკავებული კორუფციასთან მიმართებაში, ის გასამართლდა ამისთვის ავად, თუ კარგად. მაგრამ იმიტომ, რომ ვიღაცეები რაღაცას თვლიან, ახალი განაჩენები არ დგება საარჩევნო წელს მაინც და მაინც და ბევრი წლის განმავლობაში თაროზე შემოდებული საქმით. ყველა ნიშნით, ყველა მახასიათებლით დღეს გიგი უგულავა არის პოლიტპატიმარი - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
თინა ხიდაშელის თქმით, პოლიტპატიმარია თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილიც.
ირაკლი ოქრუაშვილი რის გამოც დაიჭირეს, ისიც, რა თქმა უნდა, კვალიფიკაციით სრულიად მარტივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პოლიტპატიმარია, - ამბობს ხიდაშელი.