"ჩვენ, მოცემულ მომენტში ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ" - ასეთ კომენტარს აკეთებს "ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკა მელია პარტიის პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ, სადაც პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღეს.
როგორც ნიკა მელია ამბობს, ყველა ადგილს გამოიყენებენ ბიძინა ივანიშვილთან საბრძოლველად.
"ჩვენ, მოცემულ მომენტში ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ. გადაწყვეტილება, რომელიც მოცემულ მომენტში არცერთ კომფორტის ზონას არ დაუტოვებს ბიძინა ივანიშვილს. ჩვენ მას ბრძოლას გავუმართავთ ყველგან, იქნება ეს საპარლამენტო თუ საკომიტეტო სხდომათა დარბაზები. აჭარის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი დარბაზები. მოედნები, ქუჩები, სოფელში, რაიონში, მთაში, ბარში ყველგან, ბიძინა ივანიშვილს ექნება უდიდესი წინააღმდეგობა. წელს ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმი უნდა დამთავრდეს და დამთავრდეს ხალხის სახელით", - თქვა ნიკა მელიამ.
მისივე თქმით, ახლა ნებისმიერი ადგილის უბრძოლველად დათმობა, ბიძინა ივანიშვილისთვის კომფორტის შექმნის ტოლფასია, რასაც არ დაუშვებენ.
იხილეთ ასევე: