უნდა შევიდეს თუ არა პარლამენტში თაკო ჩარკვიანი | გამოკითხვას ის Facebook-ის პირად გვერდზე აკეთებს

გამოქვეყნდა:

პარტია "კანონი და სამართალის" თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი Facebook-ის პირად გვერდზე აკეთებს გამოკითხვას უნდა შევიდეს თუ არა პარლამენტში. ჩარკვიანის პოსტს ამ დროისთვის 600-მდე კომენტარი აქვს.

"მოკლედ ღიაა გვერდი დადეთ თქვენი მოსაზრება კი ან არა პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით", - წერს თაკო ჩარკვიანი.

თაკო ჩარკვიანმა, 2020 წელს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე დეპუტატის მანდატი "სტრატეგია აღმაშენებლის" ბლოკით მოიპოვა. ბლოკი კი მას შემდეგ დატოვა, რაც "სტრატეგია აღმაშენებელმა" შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა და პარლამენტში შევიდა.

ცნობისთვის, დღეს, 30 მაისს, გამართულ პოლიტსაბჭოს სხდომაზე "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო. ამით პარტიამ 7-თვიანი ბოიკოტი დაასრულა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი