რიონის ხეობაში აქციის ორი მონაწილე დააკავეს - ამის შესახებ "რიონის ხეობის ერთ-ერთმა მცველმა" ვარლამ გოლეთიანმა "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "მთავარი აქცენტები" ისაუბრა. 

მისი თქმით, მიუხედავად წინააღმდეგობისა, ისინი პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.

სულ ცოტა ხნის წინ იყო შეხლა-შემოხლა პოლიციასთან. დაკავებულია ჩვენი ორი თანამებრძოლი. ყოველდღიურად ვართ ამ რეჟიმში, რაც დღეს ნახა ჩვენმა საზოგადოებამ, - ამბობს გოლეთიანი.

თუმცა, როგორც "მთავარი არხის" ვებგვერდს შსს-ში უთხრეს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდაღვევისთვის დაკავებულია 1 პირი.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი მაკა სულაძე. თუმცა, ჯერჯერობით ეს ინფორმაცია არ დასტურდება.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი