"მოვუსმინე ნიკას და მზად ვარ, გადავეწყო, ვიბრძოლო, ერთად, კოორდინირებულად, კონცენტრირებულად", - ასე ეხმაურება პოლიტიკოსი გივი თარგამაძე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პარლამეტში შესვლასა და პარტიის თავმჯდომარის ნიკა მელიას დღევანდელ განცხადებებს.
როგორც თარგამაძე წერს, ის ევროპაში წასვლას ფიქრობდა, მაგრამ ნიკა მელიას დღევანდელმა განცხადებამ ბრძოლისკენ განაწყო:
"არ დაგიმლავთ, უკვე ვფიქრობდი - არაა ცუდი ზაფხული - ევროპა, კოპა ამერიკა, ოლიმპიადა - კარგი კამპანია, კოქტეილები, მაზიანები.... მოვუსმინე ნიკას და მზად ვარ, გადავეწყო, ვიბრძოლო, ერთად, კოორდინირებულად, კონცენტრირებულად, ფსკერი ფსკერზე დავაბრუნოთ, ქვეყანა გავასწოროთ და თუნდაც ახალ წელს იყოს არაბუნებრივად ზაფხულის კოქტეილები", - წერს თარგამაძე Facebook-ზე.
გივი თარგამაძემ "ევროპული საქართველო" 10 აპრილს დატოვა.
ცნობისთვის, დღეს, 30 მაისს, გამართულ პოლიტსაბჭოს სხდომაზე "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო. ამით პარტიამ 7-თვიანი ბოიკოტი დაასრულა.