მკაცრი გაფრთხილება ვაშინგტონიდან - "ქართული ოცნება" ჯიმ რიშის და ადამ კინზინგერის მიკერძოებულობაზე საუბრობს

გამოქვეყნდა:

ევროპული დიპლომატების შემდეგ "ქართული ოცნებამ" მორიგი გაფრთხილება ვაშინგტონიდან მიიღო. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჯიმ რიშმა "ტვიტერზე" პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ღიად აღნიშნა, რომ საქართელოს ხელისუფლებამ პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით დადებული პირობა უნდა შეასრულოს. 

ქვეყნის მთავარმა სტატეგიულმა პარტნიორმა ამ გზავნილით  დაადასტურა, რომ საქართველოში პოლიტიკური ლიდერები იდევნებიან და ქვეყანას პოლიტპატიმრები ჰყავს.

სტრატეგიული პარტნიორებისგან მსგავსი შინაარსის მწვავე გზავნილები "ქართულმა ოცნებამ" ისევ უგულებელყო. მეტიც, დღეს მათ სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის ჯიმ რიშის და კონგრესმენს ადამ კინზინგერის პოლიტიკური მიკერძოებულობაზე კითხვის ნიშნებიც კი დასვეს. 

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე რომ პარტნიორებს ზუსტი ინფორმაცია აქვთ, ყოფილ თანაგუნელებს  თამარ ჩუგოშვილმა შეახსენა. ჩუგოშვილი ელჩებთან მოლაპარაკებების მონაწილე იყო და  დღეს სახელებით და გვარებით გაიხსენა, ის პირები, რომლებიც შეთანხმების თანახმად ხელისუფლებას  ციხეებიდან უნდა გამოეშვა.

ოპოზიცია ხელისუფლების მხრიდან შეთანხმების ჩაგდების მცდელობაზე საუბრობს. ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, მნიშვნელოვანია ბიძინა ივანიშვილმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით საზოგადოება მეორედ ვეღარ მოატყუოს. 

ისტორიული შეთანხმების შესრულების საკითხი საფრთხის ქვეშ გუშინ დადგა. ივანიშვილის გუნდმა ღიად განაცხადა, რომ პოლიტპატიმრებს გიგი უგულავას, გიორგი რურუას და ირაკლი ოქრუაშვილის ციხიდან გამოშვებას არ აპირებს. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი