პლებისციტი ჩავატარეთ... აჩვენა, რომ ამომრჩევლის 64,4% ემხრობა პარლამენტში შესვლას - ოქრიაშვილი

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ეთერში გადაცემაში "მთავარი აქცენტები" "ძალა ერთობაშია - გაერთიანებული ოპოზიციის" ბლოკში შემავალი პარტია "პროგრესული საქართველოს" თავმჯდომარე კახა ოქრიაშვილი ამბობს, რომ ბლოკმა პარლამენტში შესვლაზე ამომრჩევლებში პლებისციტი ჩაატარა. 

როგორც ოქრიაშვილი აბობს, პლებისციტის შედეგებით, გამოკითხული ამპმრჩევლის 64% ბლოკის პარლამენტში შესვლას დაუჭირა მხარი.

"ჩვენ ჩავატარეთ პლებისციტივით, პლებისციტმა აჩვენა, რომ "გაერთიანებული ოპოზიციის" ამომრჩევლის 64,4% ემხრობა ბლოკის პარლამენტში შესვლას. 16%-მდე არ ემხრობა, დანარჩენმა პოზიცია არ დააფიქსირა", - ამბობს ოქრიაშილი. 

ცნობისთვის, დღეს, 30 მაისს, გამართულ პოლიტსაბჭოს სხდომაზე "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო. ამით პარტიამ 7-თვიანი ბოიკოტი დაასრულა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი