სამეგრელო აფხაზეთიდან სიგარეტის არალეგალური დისტრიბუციის ცენტრი ხდება

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნება" ოკუპირებულ აფხაზეთთან არაფორმალურ ეკონომიკურ ურთიერთობებს დასაშვებად მიიჩნევს. სამეგრელო აფხაზეთიდან სიგარეტის არალეგალური დისტრიბუციის ცენტრი ხდება. ზუგდიდის მაღაზიებში აფხაზური აქციზური მარკის პროდუქცია უკვე წლებია იყიდება, თუმცა უკანონო ბრუნვის აღსაკვეთად ხელისუფლება არაფერს აკეთებს. წვრილი საქმოსნები ადგილობრივი პოლიციის მფარველობით სარგებლობენ და მოქმედებენ.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შემოტანის ფაქტზე მოქალაქე გია ვეკუა და მეგობართან ერთად დააკავეს. მათ აფხაზეთიდან ზუგდიდში სარეალიზაციოდ 11 ყუთი კონტრაბანდული სიგარეტი მიჰქონდათ. ვეკუა და მისი მეგობარი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. როგორც აღმოჩნდა,  კანონდამრღვევებს კონტრაბანდული ტვირთი ზუგდიდის პოლიციის ერთ-ერთი განყოფილების უფროსის მანქანით გადაჰქონდათ. გამოძიების მასალებში დევს, რომ მერსედესის მარკის ავტომობილი, რომელშიც 11 ყუთი კონტრაბანდული სიგარეტი იდო, სოფელ ზედა ეწერის პოლიციის უფროსს ლაშა კვარაცხელიას ეკუთვნის. ეს უკანასკნელი კი გია ვეკუას დეიდაშვილია.

"მთავარის" ინფორმაციით ლაშა კვარაცხელია თანამდებობიდან გაათავისუფლეს, თუმცა ფაქტს განყოფილებაში არ ადასტურებენ.

კონტაბანდული სიგარეტის ამ კონკრეტული საქმით, რომელსაც ერთ-ერთი პოლიციის უფროსის თანამდებობა ,ემსხვერპლა სხვა პრობლემებიც გამოაშკარავდა. როგორც გაირკვა, სამეგრელოს პოლიცია საოკუპაციო ზოლთან სიტუაციას სრულად ვერ აკონტროლებს. ე. წ საზღვართან შავი ხვრელების არსებობას არც ამ საქმეში ბრალდებულები მალავენ.  

ცნობილია, რომ სამეგრელოში კონტრაბანდის ყველაზე დიდი ქსელი თავდაცვის ყოფილი მინისტრის ლევან იზორიას სანათესაოს აქვს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი