"სჯობს გვიან ვიდრე არასდროს" - სერგეენკო ენმ-ს პარლამენტში შესვლაზე

გამოქვეყნდა:

არათანმიმდევრულობა - ასე აფასებს დავით სერგეენკო ენმ-ს გადაწყვეტილებას პარლამენტში შესვლასტან დაკავშირებით, თუმცა აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება კარგია და უფრო ადრეც უნდა მიეღოთ:

„ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შემოდის, კარგია. უკეთესი იქნებოდა დროზე შემოსულიყო და ეს ამხელა აურზაური თავიდან აგვეცილებინა. მინიმუმ არათანმიმდევრულობაა, თავიდან მკაცრად აკრიტიკებდნენ პარლამენტს, თვლიდნენ, რომ არალეგიტიმურია, შემდეგ მოითხოვდნენ შეთანხმება შემდგარიყო, როცა შედგა, ხელი არ მოაწერეს და ახლა ნაწილობრივ შემოდიან. უცნაური და არათანმიმდევრულია ჩემი აზრით, თუმცა, სჯობს გვიან ვიდრე არასდროს - ამბობს სერგეენკო.

ენმ-ს პოლიტსაბჭომ ბოიკოტის დასრულებისა და პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება 30 მაისს მიიღო, თუმცა პარტია შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ მოაწერს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი