"ევროპული საქართველოს" ლიდერი ოპოზიციას კოორდინაციისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ახლა მნიშვნელოვანია, ოპოზიციიდან ყველა პარტიამ, ვისაც ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება სურს კონსულტაციები დაიწყოს.
ყველას პოზიცია ცნობილია, ახლა ვისაც აქვს რეალური სურვილი, რომ იყოს ივანიშვილის წინააღმდეგ მშვიდობიან, პოლიტიკურ ბრძოლაში, უნდა გადაერთოს ამ ბრძოლაზე, რაც გულისხმობს უახლოეს დღეებში, ამ კვირის განმავლობაში, კონსულტაციების დაწყებას პოლიტიკურ პარტიებს შორის კოორდინაციის ფორმებთან დაკავშირებით, რომელიც აუცილებელია, იმისათვის, რომ საზოგადოებას გაუჩნდეს იმედი და რეალისტური იმედი, რომ თვითმმართველობის არჩევნები არის ვადამდელი არჩევნების მომტანი", - თქვა გიგა ბოკერიამ.
შეგახსენებთ, რომ "ევროპული საქართველო" შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს ხელს არ აწერს და პარლამენტში შესვლაზეც უარს ამბობს.